ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 21 მომხრე 1998 წლის 9 თებერვალს პრეზიდენტ შევარდნაძის მოსაკლავად ემზადება. ჩეჩნეთში, გროზნოს მახლობლად მდებარე ავტურის სახედრო ბაზაზე ჯგუფს უკვე გავლილი აქვს სრული სამხედრო მომზადება. მათ უნდა მოკლან ედუარდ შევარდნაძე, დაიწყონ აჯანყება და გამსახურდიას ხელისუფლება აღდგენილად გამოაცხადონ. 9 თებერვლის ოპერაცია თითქოს უნაკლოდ იყო დაგეგმილი, მაგრამ თბილისის ცენტრში შევარდნაძე ყუმბარმტყორცნების წვიმას გადაურჩა. როგორ გადარჩა შევარდნაძე, საერთოდ იჯდა თუ არა ის იმ დღეს მანქანაში? ფილმი ერთი საათის განმავლობაში სწორედ ამ კითხვებს გასცემს პასუხს. ძალიან ძლიერი დოკუმენტური ფილმი რა მოხდა 9-აპრილს პრეზიდენტ ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძეზე განახორციელეს ტერაქტი ... "გამსახურდიას სახელით", .რუსთავი2-ის პროექტი საქართველოს უახლოეს ისტორიაზე
|